ვაზის ჯიშები და რეგიონები საქართველოში

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქართული ღვინის ცნობადობა წლიდან წლამდე იზრდება. ქართულ ღვინოებს შეხვდებით ყველა კონტინენტსა და ძირითად ღვინის მოყვარულ ქვეყნებში. ქართული ღვინის მზარდ პოპულარობას 2 ძირითადი ფაქტორი განაპირობებს: 1. ქართული ღვინის დაყენების ტრადიციული ქვევრის მეთოდი, რომელიც UNESCO-ს მიერ არის აღიარებული როგორც არამატერიალური კულტურული ძეგლი და 2. ვაზის უნიკალური ჯიშების მრავალფეროვნება.

ქართული ღვინის აღიარების შესახებ დეტალურ სტატის შეგიძლიათ გაეცნოთ აქ, თუმცა ამ სტატიაში ჩვენ ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებასა და ღვინის რეგიონების შესახებ ვისაუბრებთ.


რამდენი ვაზის ჯიშია საქართველოში?

საქართველოში 500-ზე მეტი ღვინის ჯიშია. არ მოგეჩვენათ, ნამდვილად 500-ზე მეტი ჯიშია და 10 ღვინის რეგიონი. საკმაოდ რთულია დაიჯერო, რომ ასეთ პატარა ქვეყანაში ერთი და იგივე კულტურის 500-ზე მეტი ნაირსახეობა არსებობს. ჯერ კიდევ ივანე ჯავახიშვილს „საქართველოს ეკონომიური ისტორიის“ II ტომში დაწვრილებით აქვს განხილული ძველი საქართველოს ჩათვლით 413 ვაზის ჯიში. აღნიშნული კვლევის შემდგომ მკვლევრებმა კიდე მრავალი ვაზის ჯიში დადასტურება შეძლეს, რის შედეგადაც საქართველოში 500-ზე მეტი ვაზის ჯიში გვაქვს. ვაზის ჯიშები გადანაწილებულია ღვინის 10 რეგიონში:

  • აფხაზეთი
  • აჭარა
  • გურია
  • იმერეთი
  • კახეთი
  • ლეჩხუმი
  • სამეგრელო
  • მესხეთ-ჯავახეთი
  • რაჭა
  • ქართლი

ჩვენთვის საინტერესოა ლეჩხუმის ღვინოები, რომელთა შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს უსახელოურსა და ცოლიკოურს. ლეჩხუმში ასევე არის დაცული ადგილწარმოების ნიშანი ოყურეში უსახელოური, რომლის შესახებაც ცალკე მოგიყვებით. ჯამში რაჭასა და ლეჩხუმში 94-ი ღვინის სახეობა არსებობდა.

ჯიშობრივი მრავალფეროვნება შესაძლებლობას გვაძლევს ღვინის მოყვარულებს შევთავაზოთ მრავალფეროვანი არჩევანი და კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, რომ საქართველოს რეგიონებში უხსოვარი დროიდან იყო გავრცელებული მეღვინეობა.


ტეგები