ოყურეშული
უსახელაური
ბიო / ორგანული წითელი ნახევრად ტკბილი ხომლის უსახელოური დამზადებულია ოყურეშის უსახელოურის მიკრო ზონაში მოყვანილი უსახელოურის ჯიშის ყურძნისგან ტრადიციული მეთოდით ქვევრში დავარგებით. ღვინოს აქვს კენკროვანი ხილის, მოცვის, შავი მოცხარის, იასამნის, იის არომატები აერაციის შემდეგ საინტერესოდ ერწყმის სანელებლების, მიწის და მინერალურ ტონებს.
საშუალოდ სხეულიანი ნახევრად ტკბილი, სიცოცხლით და ენერგიით სავსე გაჯერებული ხილის ტონებით. მომწიფებული რბილი ტანინები და საშუალოზე მაღალი მჟავიანობა ყველა სხვა შეგრძნებასთან ერთად, გვაძლევს დაბალანსებულ, მრგვალ ხავერდოვან გემოს, ხანგრძლივი დასამახსოვრებელი დაბოლოებით.