ოყურეშული
უსახელაური
ლეჩხუმის გულში ისეთი იშვიათი, უნიკალური ღვინო მოდის, რომ მისი აღწერა მხოლოდ ორი სიტყვით შეიძლება: არაჩვეულებრივი და განუმეორებელი. გაიცანით ოყურეშის უსახელოური, 2022 წლიდან დაცული ადგილწარმოშობის დასახელების (PDO) ღვინო. თითოეული ღვინის ბოთლი მოგვითხრობს ამბავს ღვინის შესახებ, რომლის ისტორიაც საუკუნეებს ითვლის.
საუკუნეების განმავლობაში ომიანობისა და სიდუხჭირის მიუხედავად უსახელოურის მეღვინეებს ვაზის მოვლისა და ღვინის დაყენების პროცესისადმი ინტერესი არასოდეს დაუკარგავთ. მათი თავდადების დამსახურებით ამ დახვეწილმა ვაზის ჯიშმა, XXI საუკუნემდე მოაღწია. ვაზის ჯიში უნიკალურობისა და ისტორიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, ღვინის დაცვის ვალდებულება საკუთარ თავზე ღვინის ეროვნულმა სააგენტომ აიღო. როგორც ამ ძვირფასი ღვინის მეურვეები, ისინი კანონმდებლობის დახმარებით უზრუნველყოფენ ღვინის უნიკალურ იდენტობას.
ოყურეშის უსახელოურის ყოველი ბოთლი მკაცრი კონტროლის პირობებში იწარმოება. ღვინო შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ოყურეშის უსახელოურის მიკროზონაში მოყვანილი უსახელოურის ჯიშის ყურძნისგან, რომელიც გაშენებულია რეგლამენტის მიხედვით და მოსავლის აღების პერიოდში მისი შაქრიანობა შეადგენს არანაკლებს 23%-ს. რეგისტრირებული ადგილწაროების რეგლამენტის გარდა ღვინის ხარისხის კონტროლი ხორციელდება საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 ნოემბრის № 524 ტექნიკური რეგლამენტით „ღვინის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“. აღნიშნული დოკუმენტები მოქმედებს როგორც სახელმძღვანელო, რომელიც უზრუნველყოფს მხოლოდ საუკეთესო, დამტკიცებული მასალების და პრაქტიკის გამოყენებას ოყურეშის უსახელოურის დასამზადებლად. ოყურეშის უსახელოურის გადამუშავება და ღვინის დამზადება დასაშვებია მხოლოდ რეგიონის ფარგლებში, ხოლო ბოთლებში ჩამოსხმა – ამ ზონის ფარგლებს გარეთაც შეიძლება, მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.
მკაცრი სახელმწიფო რეგულაციების გარდა, რომელიც უსახელოურის ხარისხს ადასტურებს, მეღვინეები ასევე მიმართავენ მესამე მხარეს სერტიფიცირებისათვის. მათი მიზანია ღვინის უმაღლეს ხარისხში დაარწმუნონ მომხმარებლები საერთაშორისო ბაზარზე. საქართველოში მხოლოდ რამდენიმე მეღვინე მოიძებნება ვინც ჩაერთო და გაიარა ბიო სერტიფიცირების პროცესი. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს მოცემული მეღვინეების მისწრაფებას აწარმოონ უმაღლესი ხარისხის ღვინო ყველაზე მკაცრი პირობების დაცვით. ბიო სერტიფიკატი მომხმარებელს დამატებით გარანტიას აძლევს, რომ როდესაც ისინი ირჩევენ უსახელოურს, ისინი იღებენ არა მხოლოდ მდიდარი ისტორიის მქონე ღვინოს, არამედ ისეთს, რომელიც აკმაყოფილებს ხარისხის უმაღლეს საერთაშორისო კრიტერიუმებს. გადამოწმების ეს ორი შრე - სახელმწიფო რეგულაციები და მესამე მხარის გლობალურად აღიარებული სტანდარტით სერტიფიცირება ადასტურებს ქართველი მეღვინეების ურყევ ერთგულებას თავიანთი ხელობის მიმართ.