ოყურეშული
უსახელაური
თამაშ ომანაძემ ხარისხიანი ყურძნის წარმოება მის ნათესავ სერჯო არჯევანიძეს ჩააბარა. ვენახი 2000 ძირ უსახელოურსა და 1500 ძირ ცოლიკოურს მოიცავს. ვენახებს ბუნებრივი მეღვინეობის წესების დაცვით უვლიან და არ იყენებენ პესტიციდებსა და ჰერბიციდებს.
თამაზი ღვინის დაყენების პროცეს თავად უძღვება. მეღვინე აწარმოებს მსოფლიოში გამორჩეულ უსახელოურისა და ცოლიკოურის ღვინოებს. მაშინ როდესაც ხარისხიანი ნახევრადტკბილი ღვინოს დაყენება თანამედროვე ტექნიკის გამოყენებითაც კი რთული მისაღებია, მეღვინე ამას ტრადიციული დასავლურ ქართული მეთოდებით ქვევრში ახერხებს.
ღვინის ხარისხი მთავარ პრიორიტეს წამოადგენს, ხარისხიანი ღვინის დასაყენებლად კი აუცილებელია ხარისხიანი ყურძენი. ბატონი თამაზი მთელი წლის განმავლობაში აკვირდება ტენიანობას, სიცხეს, ქარებ და სხვა კლიმატურ პირობებს და მხოლოდ ამის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას ღვინის დაყენების შესახებ. ყოფილა წლები მეღვინეს საერთოდ არ დაუწურავს ღვინო. კარგი წლის შემთხვევაში ხომლის მარანი 500 დან 2000 ბოთლამდე ღვინოს აწარმოებს.