ოყურეშული
უსახელაური
საქართველო მოგზაურების ნაკადი წლიდან წლამდე მატულობს. იმის გათვალისწინებით, რომ მეღვინეობა ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია გასაკვირია არ არის როდესაც მოგზაურები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ ღვინის კულტურისადმი და ცდილობენ რაც შეიძლება მეტი შეიტყონ ღვინის სამშობლოში ღვინის შესახებ. 2013 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც UNESCO-მ ღვინის ქვევრში დაყენების ტრადიციულ მეთოდს არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიანიჭა, ქართული ღვინით დაინტერესებულ მოგზაურთა რაოდენობამ ნახტომისებური ზრდა განიცადა. აღნიშნულმა აღიარებამ არამარტო დაადასტურა ქართული მეღვინეობის ათასწლოვანი ისტორია, არამედ ხაზი გაუსვა, რომ ეს პროცესი ათასწლეულების განმავლობაში საქართველოში უწყვეტად მიმდინარეობდა.
მოგზაურები განსაკუთრებით მოხიბლულნი არიან ქვევრით, უძველესი თიხის ჭურჭლით, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ტრადიციულ ქართულ მეღვინეობაში. ეს ჭურჭელი, ხშირად მიწის ქვეშ ჩამარხული, გვთავაზობს დუღილისა და შენახვის უნიკალურ პროცესს, ანიჭებს ქართულ ღვინოებს გამორჩეულ გემოს და ხასიათს. აღტაცებას არა მარტო ქვევრი იწვევს, ტურისტები მოხიბლულები არიან ყურძნის მოყვანისა და ღვინის დაყენების პროცესთან დაკავშირებული ყველა აქტივობით.
ყურძნის კრებისა და ღვინის დაწურვის პროცესი - რთველი, თავისთავად ცალკე მდგომი გამოცდილებაა. ეს სადღესასწაულო პერიოდი, რომელსაც ხშირად თან ახლავს სიმღერები და ცეკვები, ავლენს ქართული მეღვინეობის კომუნალურ სულს. ტურისტები არ არიან მხოლოდ პასიური დამკვირვებლები, ბევრი მეღვინე იწვევს მათ ყურძნის კრეფაში მონაწილეობის მისაღებად, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს თავად შეიგრძნონ ის ძალისხმევა და სიყვარული, რომლითად მზადდება თითოეული ბოთლი.
დეგუსტაცია, რათქმაუნდა, ბევრისთვის ყველაზე მთავარია. ღვინის მოყვარულს შესაძლებლობა აქვს დაგემოვნება დაიწყო სქარვისფერი შეფერილობის ქვევრის ღვინით და ეტაპობრივად გადავიდეს უფრო თანამედროვე ღვინოებზე. ქართული ღვინის ფართო ასორტიმენტში ყველა გემოვნებისთვის მოიძებნება შესაბამისი ღვინო. დეგუსტაციის პროცეს მარტო ღვინით როდი შემოიფარგლება, ვიზიტორები ღვინოსთან ერთად აგემოვნებენ შესაბამ ტრადიციულ ქართულ კერძებს და ეცნობიან ქართული ღვინის ისტორიებსა და ამბებს, რაც ქმნის ერთიან გარემოს ქართული კულტურის შესაგრძნობად.
დეგუსტაციის გარდა, სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ თავად ჩაერთონ ვაზის გასხვლისა და ღვინის დაყენების სხვა პროცესებში, რათა შეიგრძნონ მეღვინეობს ცულტურა, რომელიც ათასწლეულის განმავლობაში იხვეწებოდა. ქართველისთვის ღვინო უბრალოდ სასმელი არ არის, იგი გვიყვება ქართველების ისტორიას მიწისა და კულტურის შესახებ. მოგზაურები სწორედ ღვინისა და ქართველის ურღვევი კავშირის გათავისებით არიან დაინტერესებული.
რაც შეეხება საქართველოს ღვინის რეგიონებს, ლეჩხუმს განსაკუთრებული ადგილი უკავია. მთების, მდინარეების და ჩანჩქერების განსაცვიფრებელ პეიზაჟებს შორის მოქცეული ეს რეგიონი მოგზაურებს სთავაზობს არა მხოლოდ თვალწარმტაც სილამაზეს, არამედ მეღვინეობის საგანძურს, რომლის ცენტრშიც უსახელოურის ღვინო დგას. უსახელოური წარმოადგენს ვაზის ერთ-ერთ იშვიათ და ძვირფასს სახეობას.
ლეჩხუმის მეღვინეობის მემკვიდრეობა საუკუნეებს ითვლის. ათასწლეულების განმავლობაში რეგიონმა გამოიმუშავა ტექნიკა და ტრადიციები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა. მისი დატერესაბული ვენახები, რომელიც გადაჰყურებს ცხენისწყლის ხეობას, ადასტურებს ადგილობრივებს ოსტატობასა და გარემოსადმი ადაპტაციის უნარს. ტერასების დახმარებით მეღვინეებმა უზრუნველყვეს ვაზისათვის ზრდისა და განვითარების საუკეთესო გარემო.
ლეჩხუმის სიმბოლოდ შეიძლება უსახელოურის ვაზი ჩაითვალოს. ამ იშვიათ ჯიშს, რომელიც ცნობილია თავისი ცოცხალი წითელი შეფერილობითა და რთული არომატით, ხშირად გამოარჩევენ ხოლმე ქართულ ღვინოებში. ჯიშის მცირე მოსავლიანობის გამო ღვინო ძალიან ცოტა იწურება. უსახელოურის ღვინის შეზღუდული რაოდენო ბამას უფრო სასურველს და უნიკალურს ხდის. ტურის გვირგვინს სწორედ უსახელოურის დაგემოვნება წარმოადგენს, რომლის დღოსაც ვიზიტორები შეირძნობენ ღვინისთვის დამახასიათებელ კომპლექსურ არომატებს.
ღვინის ტურიზმის სფეროში ლეჩხუმი უსახელოურის ყურძნით გამორჩეულ ადგილს იკავებს. ეს არ არის მხოლოდ ღვინის დაგემოვნება, ეს არის შესაძლებლობა გახდე საქართველოს ღვინის ისტორიის ნაწილი. ისტორიის, რომელიც ჟღერს ლეჩხუმის ღვინის მემკვიდრეობის მცველთა მიერ გაზიარებული ყოველი ფიალიდან.