უსახელოურის წარმატების ამბავი

უსახელოურის წარმატების გზა

ჩვენ ვიმყოფებით ეპოქაში როდესაც დახლები გადავსეულია სხვადასხვა ფერის, გემოს და ისტორიის მქონე ღვინოებით. ღვინის მოყვარულებს უწევთ გაისარჯონ, რათა მიაგნონ მათთვის სასურველ ღვინოს. უსასრულო დახლებზე თავისი ღირსეული ადგილი უჭირავს უსახელოურს, რომელიც მზარდი პოპულარობის მიუხედავად, მოყვარულთა ფართო წრეებისთვის მაინც რჩება ნაკლებად ცნობილ ღვინოდ. უსახელოური სხვა ღვინოებისგან გამოირჩევა მისი სიმცირით, რაც განაპირობებს მის ექსკლუზიურობას.

საბჭოთა ოკუპაციის პეროიდში უსახელოური იყო დამალული საგანძური. დღესდღეისობით წარმოების სიმცირის მიუხედავად, მას შეხვდებით ამერიკის, ევროპისა და აზიის ბაზრებზე. არ იფიქროთ რომ უსახელოურის ამბავი აქ მთავრდება. უსახელოური ცნობადობის ზენიტი ჯერ კიდე წინ გვაქვს.

ხომლის უსახელოურის ისტორიას ხომლის მარანი წერს. უსახელოური თავისი უნიკალური საგემოვნო თვისებებისა და უმაღლესი ხარისხის დამსახურებით მოხვდა ლონდონში ცნობილი ღვინის მაღაზიის Hedonism.co.uk დახლზე. თამაზ ომანაძის ოსტატობით შესრულებული ღვინის ფასი ხაზს უსვამს მის იშვიათობას. მსგავსი პატივი ბევრ ცნობილ ღვინოსაც კი არ რგებია.

გზა ოყურეშიდან ლონდონის გამორჩეულ მაღაზიამდე ბატონ თამაზს მარტო არ გაუვლია. გარდაბანი ჯგუფის დარიგებითა და დახმარებით გახდა შესაძლებელი ღვინის ლონდონის საზოგადოებისთვის წარდგენა. ბატონმა თამაზმა საზოგადოებას წარუდგინა ქვევრში ტრადიციული ქართული მეთოდით დაყენებული ნახევრადტკბილი უსახელოური. გამოფენამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა Hedonism.co.uk-ის დამფუძნებლებზე და სწორედ მათი ინციატივით განთავსდა უსახელოურისა და ცოლიკოურის ღვინოები მათ დახლზე.

2013 წელს ჯერ კიდევ მაშინ როდესაც დასავლეთ საქართველოში ბიო სტანდარტი არცერთ მეღვინეს არ ჰქონდა მინიჭებული, ბატონმა თამაზმა გადაწყვიტა თავად გამხდარიყო მედროშე და გზა გაეკვლია სხვა მეღვინეებისთვისა. სამ წლიანი შრომის შედეგად ხომლის მარანმა და მისმა ღვინომ მიიღეს ბიო სერტიფიკაცი გერმანიაში აკრედიტებული კომპანია კავკასერტისგან.

ბატონის თამაზის მსგავსად ბიო სერტიფიცირების გარდამავალ პერიოდს გადის ონისე უგრეხელიძე - ოყურეში მარანი. წლების განმავლობაში ტკბილ ღვინოებს ნაკლები ყურადღება ექცეოდა, მაგრამ უსახელოური ამ რეალობას ეტაპობრივად ცვლის.

მოთხოვნა ექსკლუზიურ ღვინოებზე იზრდება. ფასის ზრდას ორი მიზეზი განაპირობებს: 1. უფრო და უფრო მეტ ადამიანს აქვს რესურსი ფული დახარჯოს ფუფუნების საგნებზე. 2. ძველი თქმულების მიხედვით ხარისხში მეტი უნდა გადაიხადო.

ქართველი მეღვინეები ხშირად მონაწილეობენ საერთაშორისო გამოფენებში, თუმცა ღვინის ხასიათი ყველაზე უკეთ მარანში იგრძნობა. მარანში უკეთ იგრძნობა ადგილობრივი ტრადიციები და ღვინის ისტორია. ლეჩხუმი, განსაკუთრებით კი უსახელურის მიკროზონა, არ არის მხოლოდ ღვინო - ეს არის ბუნების, ისტორიისა და კულტურის საუკეთესო სინთეზი. ამ გარემოს თუ დავუმატებთ უმაღლესი ხარისხის ღვინის ხიბლს, ხელში გვაქვს საგანძური, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს ქართული ღვინის მემკვიდრეობას.

შემდეგში როცა გადაწყვეტთ დააგემოვნოთ სიყვარულით, კულტურითა და ისტორიით გამსჭვალული ღვინო, გაიხსენეთ უსახელოური, ღვინო რომელიც ამარცხებს დროს და ლახავს საზღვრებს.

მსგავსი სტატიები

ყველა