ოყურეშული
უსახელაური
„ოყურეშის უსახელოური“ მხოლოდ ღვინო არ არის; ეს არის საქართველოს მდიდარი მევენახეობის კულტურის სიმბოლო. „ოყურეშის უსახელოური“ წითელი ღვინოა, რომელიც შაქრიანობის მიხედვით შეიძლება იყოს სამი სხვადასხვა კატეგორიის: მშრალი, ბუნებრივად ნახევრად მშრალი ან ბუნებრივად ნახევრად ტკბილი. ღვინო ხასიათდება კურკოვანი წითელი ხილის (ქლიავის) და წითელი მოცხარის ტონებით, გემოზე სავსე, ხალისიანი მჟავიანობით და დამრგვალებული, კარგად დაბალანსებული ტანინებით. ღვინო უნდა აკმაყოფილებდეს ორგანოლეპტიკურ და ფიზიკო-ქიმიურ მახასიათებლებს, რაც უზრუნველყოფს მის პრემიუმ ხარისხს. მკაცრად კონტროლდება ალკოჰოლის, შაქარის, მჟავიანობის და სხვა დონეები.
„ოყურეშის უსახელოურის“ მიკროზონა მდებარეობს რაჭა–ლეჩხუმის რეგიონში, ცაგერის ადმინისტრაციულ მუნიციპალიტეტში. მიკროზონა მოიცავს მდ. ცხენისწყლის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს ფერდობებზე შეფენილ სოფლებს: ზუბს, ისუნდერს, ოყურეშს, ოფიტარას, ლაძგვერიას და მახურას ზღვის დონიდან 350–650 მ სიმაღლეზე. ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის მიმართულებით მდ. ცხენისწყლის ტერიტორია დაცულია ხვამლის მთის მასივით, ხოლო დასავლეთიდან ხეობას იცავს ასხის მთა.
გარემო ქმნის ერთგვარ ქვაბულს, რომელიც ყოველი მხრიდან შემოფარგლულია კლდოვანი ქედებით, რაც ქმნის განსაკუთრებულ მიკროკლიმატს, რომელიც ხასიათდება ნოტიო კლიმატით, ზომიერად ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით.