Wholesale / Export

მათთვის, ვინც ეძებს მაღალი ხარისხის ღვინოს, თქვენ სწორ ადგილას მოხვდით. საქართველოს ღვინის ასოციაციაში, ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ გამორჩეული ხარისხის ქართული ღვინის აღმოჩენასა და შეძენაში. ჩვენი წევრები, წამყვანი მეღვინეები იმერეთის და ლეჩხუმის რეგიონებიდან, ქმნიან გამორჩეული ხარისხის და უნიკალური გემოვნური თვისებების ღვინოს.

თუ თქვენ ხართ იმპორტიორი, რომელიც ცდილობს საკუთარ ბაზარზე მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის ღვინო, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ და მეგზურობა გაგიწიოთ საქონლის ექსპორტის პროცესის ყველა ეტაპზე.

ერთი პლატფორმიდან თქვენ ხელი მიგიწვდებათ ღვინის პროდუქტების ფართო ასორტიმენტზე, რომელსაც მეღვინეები აწარმოებენ. ჩვენი ღვინის ფართო ასორტიმენტი პასუხობს მომხმარებელთა მრავალფეროვან მოთხოვნებს.

დაგვიკავშირდით დღეს და მოდით ერთად ვამოგზაუროთ ღვინის მოყვარულები ხარისხიანი ღვინის სამყაროში. მოუთმენლად ველით ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და არსებულის განვითარებას. 

შეუკვეთე ბითუმად

HoReCa, საბითუმო ან საექსპორტო მიზნების შემთხვევაში მოგვაწოდეთ თქვენ შესახებ ინფომრაცია და ჩვენი გუნდის წევრი დაგიკავშირდებათ.